თეთრიწყაროში ბაღების მენეჯერებთან თათბირი გაიმართა
თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრის დირექტორმა საბავშვო ბაღების მენეჯერებთან მორიგი თათბირი გამართა. შეხვედრაზე მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს და ბაღებს 2-დან 6 წლამდე ასაკობრივი ჯგუფებისთვის განკუთვნილი კურიკულუმის მეთოდური სახელმძღვანელოები გადაეცათ.
დაბეჭდილი კურიკულუმის წიგნები აღმზრდელებს დაეხმარება სააღმზრდელო პროცესის სწორ დაგეგმვაში, ბავშვთა განვითარების ეტაპების გათვალისწინებასა და თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების გამოყენებაში.