ბოლნისში ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულება განიხილეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების სხდომებზე 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიში განიხილეს.

კომისიებს ანგარიში მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა სოლომონ ჩარკვიანმა წარუდგინა. წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულია 8.2 მილიონი ლარის შემოსავალი.

აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოციალური, საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამების განხორციელებას, რაც მოსახლეობის მხარდაჭერასა და მუნიციპალიტეტის განვითარებაზეა ორიენტირებული.

კომისიების მუშაობას ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე ესწრებოდა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading