დმანისში საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმი მოინახულეს
დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის პროექტის „გაიცანი დმანისი, გააზიარე ისტორია“ ფარგლებში რესურსცენტრის თანამშრომლებმა და სკოლის დირექტორებმა დმანისის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმი მოინახულეს.
მონაწილეებს ნაქალაქარის არქეოლოგიური აღმოჩენებისა და ისტორიული მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
პროექტის ფარგლებში მუზეუმს ეტაპობრივად მოსწავლეები და მასწავლებლებიც ეწვევიან.