სახალხო დამცველი ავარიული კორპუსის ნგრევით გამოწვეული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

სახალხო დამცველი სამძიმარს უცხადებს თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, 14 ივლისს საცხოვრებელი სახლის ფასადის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს. არსებული ინფორმაციით, ტრაგედიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა.

როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტში არსებობს ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა, მრავალი ოჯახი კვლავ საფრთხის შემცველ გარემოში ცხოვრობს. უწყება მიანიშნებს, რომ მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის აუცილებელია დროული და ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმა.

სახალხო დამცველის აპარატმა უკვე დაიწყო მომხდარის მოკვლევა და შეისწავლის მოქალაქეთა უსაფრთხო საცხოვრებელ გარემოში ცხოვრების უფლების დაცვის კუთხით გატარებულ და გასატარებელ ღონისძიებებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading