„მუხბე“ JR. NBA Georgia 2025-ის B ლიგის ჩემპიონია!

JR. NBA Georgia 2025-ის B ლიგაში გამარჯვება Cleveland Cavaliers-ის სახელით მოასპარეზე „მუხბემ“ მოიპოვა! გადამწყვეტ, დაძაბულ ფინალში გუნდმა „ჰასლერსი“ (Utah Jazz) დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა.
მესამე ადგილისთვის გამართულ შეხვედრაში Chicago Bulls-ის სახელით მოასპარეზე „მეგამ“ „ოვერტაიმი“ (Dallas Mavericks) დაამარცხა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.
გამარჯვებულ გუნდებს მედლები და თასები საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ჯაფარიძემ გადასცა. ჩემპიონი გუნდი, ტრადიციულად, საჩემპიონო ბეჭდებითაც დაჯილდოვდა.
შეგახსენებთ, Jr. NBA საერთაშორისო ახალგაზრდული პროექტია, რომელიც NBA-ისა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის თანამშრომლობით ხორციელდება. მისი მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტრო, აშშ-ის საელჩო და ფედერაციის პარტნიორი ორგანიზაციები.