ტემპერატურის მატებასთან ერთად, ტყისა და მინდვრის ხანძრების რისკი იზრდება — საგანგებო სამსახური მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზის თანახმად, მომდევნო დღეებში მოსალოდნელია ტემპერატურის მატება როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში, რაც ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის საფრთხეს მნიშვნელოვნად ზრდის.

საფრთხის პრევენციის მიზნით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მთელი ქვეყნის მასშტაბით აძლიერებს მონიტორინგს. მაღალი რისკის ზონებში მეხანძრე-მაშველები 24-საათიან პატრულირებას განახორციელებენ სპეციალური ტექნიკითა და აღჭურვილობით.

უწყება მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი პასუხისმგებლობა და არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყეში ან ველის სიახლოვეს, ასევე არ დატოვონ ცეცხლის კერები უყურადღებოდ. წესების დარღვევის შემთხვევაში, გატარდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.

დაკვამლიანების ან ხანძრის შემჩნევის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დარეკეთ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში — 112.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading