ევროკავშირი რუსული გაზისა და ნავთობის შეძენაზე უფრო მეტს ხარჯავს, ვიდრე უკრაინისთვის დახმარების დაფინანსებაზე-The Guardian
უკრაინაში ომის მესამე წელს ევროკავშირმა 21,9 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული ნავთობი და გაზი იყიდა, მიუხედავად ვლადიმერ პუტინის სამხედრო ბიუჯეტის დამფინანსებელ საწვავზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევის მცდელობებისა.
აღნიშნული თანხა 1/6-ჯერ აღემატება 18,7 მილიარდ ევროს, რომელიც ევროკავშირმა უკრაინას ფინანსური დახმარების სახით 2024 წელს გამოუყო.
„რუსეთის წიაღისეულის შესყიდვა კრემლისთვის ფინანსური დახმარების გაგზავნისა და მისი შეჭრის მხარდაჭერის ტოლფასია. ეს პრაქტიკა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს არა მხოლოდ უკრაინის მომავალი, არამედ ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოება“, – ციტირებს გამოცემა ენერგიისა და სუფთა ჰაერის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარს ვაიბჰავ რაგჰინანდანის.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ევროკავშირმა 2024 კალენდარულ წელს რუსული წიაღისეულის შესყიდვაზე უკრაინისთვის გამოყოფილ ფულზე 39%-ით მეტი დახარჯა. ამ თანხაში არ შედის სამხედრო ან ჰუმანიტარული შემოწირულებები.
ინფორმაციას The Guardian-ი უკრაინაში ომის დაწყების მესამე წლისთავთან დაკავშირებით ავრცელებს.