მარნეულის მერმა, დაურ ისმაილოვმა, ქვემო ქართლში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის პროექტი წარადგინა
შეხვედრაზე, რომელიც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა სტრატეგიული გეგმები რეგიონული განვითარების მინისტრს კახაბერ გულედანს გააცნეს.
დოკუმენტი ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის კომპლექსურ განვითარებას – ეკონომიკის გაძლიერებას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, სოციალური და ჯანდაცვის სერვისების ხარისხის ზრდას, ასევე განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარებას, გარემოს დაცვასა და თანამედროვე სერვისების დანერგვას.
შეხვედრას ესწრებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძეც. სტრატეგიების შემუშავება ხორციელდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დავალებით და პროცესს რეგიონული განვითარების სამინისტრო კოორდინაციას უწევს.