კახა კალაძე საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს
თბილისის მერი კახა კალაძე დიდუბის რაიონში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაღუპული მოქალაქის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
კალაძე შინაგან საქმეთა მინისტრ გელა გელაძესთან ერთად შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და განმარტა, რომ ჩამონგრეული კორპუსი ავარიული იყო და არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას. მისივე თქმით, ადგილობრივ მოსახლეობას არაერთხელ შესთავაზეს მონაწილეობა ავარიული სახლების ჩანაცვლების მუნიციპალურ პროგრამაში, თუმცა აუცილებელი — 100%-იანი თანხმობა ვერ მიიღეს.
დაშავებულია, რომელსაც უტარდება შესაბამისი მკურნალობა. კორპუსი ავარიული იყო და არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას. ეს იცოდა ადგილობრივმა მოსახლეობამ. არაერთი შეხვედრა გაიმართა დიდუბის რაიონის გამგეობაში. ადგილობრივებს შესთავაზეს, მონაწილეობა მიეღოთ ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაში, რომლითაც უზრუნველვყოფდით აღნიშნული კორპუსის დემონტაჟს და ახლის სამშენებლო სამუშაოებს. აღნიშნული პროგრამის განხორციელებას სჭირდება მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერ ვერ იქნა მიღწეული. რამდენიმე ოჯახი, რომელმაც განაცხადა თანხმობა, შენობიდან გაყვანილია და უზრუნველყოფილია ქირით, თუმცა, დანარჩენებმა ამ ეტაპზე უარი განაცხადეს.
მისივე თქმით, გამგეობის წარმომადგენლები ადგილობრივ მცხოვრებლებს 2024 წელს შეხვდნენ და მათ მუნიციპალური პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

„სამწუხაროდ, საკმაოდ ბევრია ავარიული შენობა-ნაგებობა დედაქალაქში. პროგრამა, რომელიც წარმოდგენილია, ხელს უწყობს ადგილობრივებს, საცხოვრებლად უვარგისი კორპუსებიდან გამოვიყვანოთ და შევთავაზოთ ახალი, თანამედროვე ტიპის კორპუსები. ასეთი ბევრი პროექტი განხორციელდა და ბევრის პროცესი მიმდინარეობს, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ არ იქნება მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა, არ გვაქვს უფლება, ადამიანები იძულებით გამოვიყვანოთ თავიანთი საცხოვრებელი ბინებიდან“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა. განაცხადა კალაძემ.
კორპუსის ნაწილობრივ ჩამონგრევის შედეგად გარდაიცვალა ერთი ადამიანი, ერთი კი დაშავდა და ამჟამად სტაციონარში გადის მკურნალობას.
ადგილზე იმყოფებიან ასევე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ უგულავა და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.