35 წლის ნინო მუჯირის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოჯახის წევრები და ახლობლები ექიმის მხრიდან შესაძლო სამედიცინო შეცდომებზე საუბრობენ
ნინო მუჯირის ოჯახის წევრების თქმით, ქალი საშვილოსნოს პოლიპის მცირე ოპერაციის შემდეგ გართულებების გამო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა და რამდენიმე თვის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა. ახლობლები ამტკიცებენ, რომ ოპერაცია ლიცენზია შეჩერებულმა ექიმმა ჩაატარა და მოგვიანებით სეფსისი განვითარდა.
ოჯახი კლინიკისა და სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ კითხვები ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია. ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური გამოძიების შედეგები ამ ეტაპზე არ გავრცელებულა.
ცოტა ხნის წინ პირველ სამშობიაროში, სადაც ოპერაცია გაკეთდა, ხმაური იყო. დაღუპული გოგონას ახლობლები კლინიკაში მივიდნენ და მედიკოსებისგან პასუხს ითხოვდნენ.