თბილისის აეროპორტსა და „სარფზე“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანის ფაქტი აღიკვეთა – დაკავებულია სამი პირი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტისა და სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „სარფის“ ტერიტორიაზე ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის, თურქეთისა და ამერიკის სამი მოქალაქე დააკავეს.

პოლიციის ინფორმაციით, ბრალდებულების პირადი და სამგზავრო ჩანთების ჩხრეკისას ამოღებულია სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის დაახლოებით 300 გრამი „კოკაინი“, ასევე „მეთადონისა“ და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი 350 აბი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading