მარნეულის კულტურის ცენტრთან არსებული ხატვის წრის სტუდია „და ვინჩი“ გამოფენას მართავს
ღონისძიება 29 აპრილს, 16:00 საათზე გაიმართება მარნეულის კულტურის ცენტრის ფოიეში და დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ მოსწავლეთა ნამუშევრები, ასევე ადგილზე გაეცნონ ხატვის ცოცხალ პროცესს.
გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია თემატური აქტივობები და მცირე მასტერკლასები. დასწრება თავისუფალია.
სტუდიის პედაგოგია თაკო აბაშიძე.