მარნეულის მერმა სამუშაო შეხვედრაზე წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვიმა პირველ მოადგილე გიორგი გოდაბრელიძესთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა და კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, არსებული გამოწვევები და სამუშაო პროცესის ეფექტიანი მართვა.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ სამუშაოები უნდა შესრულდეს დროულად და მაღალი ხარისხით, რათა შემდგომ ეტაპზე საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია შეუფერხებლად განხორციელდეს.

პროექტი ხორციელდება ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading