დმანისის მუნიციპალიტეტში ბიბლიოთეკარებს პროფესიული დღე მიულოცეს
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ პაატა ყულიაშვილმა, ბიბლიოთეკის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცეს,მადლობა გადაუხადეს გაწეული საქმიანობისთვის და მათ განსაკუთრებულ როლს გაუსვეს ხაზი საზოგადოებაში წიგნიერების განვითარებაში.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების განცხადებით, ბიბლიოთეკარების შრომა მნიშვნელოვანია განათლებისა და კულტურის გაძლიერებისთვის.
„თქვენი შრომა, რომელიც წიგნიერების პოპულარიზაციას ემსახურება, ფასდაუდებელია. გილოცავთ პროფესიულ დღეს, გისურვებთ ჯანმრთელობას, ენერგიას და ბევრ ერთგულ მკითხველს,“- განაცხადა კობა მურადაშვილმა.