დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ყაზახეთის პროკურატურის დელეგაციას უმასპინძლა
სტუმრები ადგილზე გაეცნენ შინაპატიმრობის ელექტრონული მონიტორინგით აღსრულების, განრიდების პროგრამებს, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და არასრულწლოვანთა რეფერირების სფეროში არსებულ მიღწევებს. ასევე, ვიზიტის ფარგლებში, დელეგატებმა მიიღეს ინფორმაცია პირობითი მსჯავრის აღსრულების პროცესში ინოვაციურ მოწყობილობა „PROBBOX”-ის შესახებ.
ყაზახეთის დელეგაციას სააგენტოს უფროსმა ბესიკ მეურმიშვილმა და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს.
ინფორმაციას დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.



ყველა რეაქცია:
6262