საქართველოს თავდაცვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ერთობლივი პროექტი “ჩვენი ჯარი” მარტის ბოლოდან კვლავ განახლდება
პროექტის დახვეწისა და კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდის ჩართვის მიზნით, გადამზადდნენ სამხედრო სპიკერები და მომზადდა ახალი სპეციალური ციფრული მასალა.
”ჩვენი ჯარი” საქართველოს ყველა რეგიონის საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს. მისი მიზანი, ახალგაზრდებში ჯარის, მისი მნიშვნელობისა და ინსტიტუციის მიმართ ცნობიერების ამაღლება და პოპულარიზაციაა.
ინფორმაციას ჯარი ავრცელებს.



