მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სპეციალური მასწავლებლებისთვის რეგიონულ სასწავლო ტურს აცხადებს.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ რეგიონის საჯარო სკოლების სპეციალურ მასწავლებლებს (თბილისისა და რუსთავის გარდა), რომლებსაც აღნიშნულ ტურში მონაწილეობა აქამდე არ მიუღიათ.
რეგისტრაცია 30 აპრილს დაიწყება და 7 მაისის ჩათვლით გაგრძელდებარეგისტრაციის გავლა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/pHMtA5TP5BaDaNnU9. შერჩევა განაცხადების შეფასების საფუძველზე განხორციელდება.
„კანდიდატების შერჩევა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განაცხადების შეფასების საფუძველზე განხორციელდება.
ტური 17 მაისიდან 23 მაისის ჩათვლით თბილისში გაიმართება. მონაწილე სპეციალურ მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ინკლუზიური განათლების ეფექტურ მოდელებს, გააანალიზონ პრაქტიკული მიდგომები და მიღებული გამოცდილება თავიანთ სამუშაო გარემოში დანერგონ.
პროექტი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის” პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. მის მიზანს რეგიონების სპეციალური მასწავლებლების ცოდნისა და უნარების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.
პროექტის „რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისათვის“ შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: https://www.tpdc.ge/geo/news/1016“, – აცხადებენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.