პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის ბრალდებით პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს თანამშრომლებმა 1978 წელს დაბადებული ლ.ბ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1989 წელს დაბადებული გ.ა. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი სამედიცინო დახმარების მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ.ბ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს.

🔹 გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით, რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading