სასაზღვრო პოლიციამ უკანონო საზღვრის გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „კარწახის“ მონაკვეთზე, 1996 წელს დაბადებული ა.კ. და 1983 წელს დაბადებული დ.ა. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ისინი სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ, ჯგუფურად ცდილობდნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთს.

🔹 სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულების მიმართ დაწყებულია საემიგრაციო პროცედურები, ქვეყნიდან გაძევების მიზნით.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading