საქართველოდან 27 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა, შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოდან 27 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევა.
კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევდნენ თურქეთის, ინდოეთის, აზერბაიჯანის, ჩინეთის, ტაილანდის, თურქმენეთის, გერმანიის, პაკისტანის, ეგვიპტის, ისრაელისა და ლიბანის მოქალაქეები.
🔴 მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს საქართველოში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.