რუსთავის საკრებულოში სტუდენტური სტაჟირების პროგრამა ოფიციალურად გაიხსნა
საკრებულოს თავმჯდომარის, მამუკა რეხვიაშვილის განცხადებით, პროგრამის მიზანია ახალგაზრდების ჩართვა საკრებულოს საქმიანობაში და მათი ინფორმირება ქალაქის განვითარების პროცესებზე. მისი თქმით, სტაჟირების ფარგლებში მონაწილეები ერთ თვეს განმავლობაში პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ.
რეხვიაშვილმა აღნიშნა, რომ რუსთავში ახალგაზრდული პოლიტიკის გაძლიერების მიზნით უკვე შექმნილია თანამედროვე სივრცეები და ინფრასტრუქტურა, რაც ახალგაზრდების განვითარებას უწყობს ხელს.