მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვმა ვიდეოკონკურსის „მარნეული – სუფთა გარემოსთვის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა

კონკურსი მერიის ახალგაზრდული საბჭოს ინიციატივით, დედამიწის დღესთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი კვირეულის ფარგლებში გაიმართა. მისი მიზანი ახალგაზრდებში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და გარემოს დაცვის მნიშვნელობის პოპულარიზაცია იყო.

მონაწილეებმა ვიდეორგოლებით წარმოაჩინეს გარემოსდაცვითი საკითხები და საკუთარი ხედვები არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე.

ღონისძიების ფარგლებში ასევე ჩატარდა ტრენინგი ნარჩენების მართვის თემაზე, რომლის მიზანიც ახალგაზრდების გარემოსდაცვითი ცოდნის გაღრმავება იყო.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading