ახალგაზრდობის სააგენტო ახალ საგანმანათლებლო პროექტს იწყებს
ახალგაზრდობის სააგენტოს ინფორმაციით, პროექტი „გაეროს მოდელირება“ დაიწყო.
პროგრამა 14-18 წლის ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი და მიზნად ისახავს საერთაშორისო საკითხების მოლაპარაკებითი ფორმატით განხილვის პროცესის გაცნობას. მონაწილეები პროექტში დიპლომატის როლს მოირგებენ და გაეროს მოდელირებაში მიიღებენ მონაწილეობას.
განაცხადების მიღება 2026 წლის 8 მაისს, 18:00 საათზე დასრულდება. რეგისტრაცია და დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ონლაინ ბმულზე.
პროექტი ახალგაზრდებში დიპლომატიური უნარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ ცოდნის გაღრმავებას ემსახურება.