თბილისში ალილოს მონაწილეთა მსვლელობა მიმდინარეობს

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისში „ალილოს“ მონაწილეთა მსვლელობა მიმდინარეობს. მომლოცველთა და მგალობელთა გუნდმა მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო.

მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, სადაც შობის პარაკლისი შესრულდება.

ამავე ლოკაციაზე შეგროვდა ტკბილეული, ტანსაცმელი, სათამაშოები და სხვა საჭირო ნივთები, რომელიც ბავშვთა სახლებს, მოხუცთა თავშესაფრებს გადაეცემა.

მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, სადაც შობის პარაკლისი შესრულდება.

„ალილოს“ მსვლელობის ტრადიცია პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 2000 წელს აღდგა.

7 იანვარს მართლმადიდებლური სამყარო მაცხოვრის შობას აღნიშნავს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading