,,ეს არის ქართველი ხალხის სუვერენულ არჩევანში ჩარევა. ეს არის უპირველეს ყოვლისა უპატივცემულობა მინიმუმ მილიონ ასოცი ათას ადამიანის მიმართ”-შალვა პაპუაშვილი

„იქნება ეს ელჩი, პრეზიდენტი თუ ნებისმიერი თანამდებობის პირი, მინიმუმ მილიონ ასოცი ათას ადამიანს, რომლის მანდატებიც მივიღეთ და ვახორციელეთ ჩვენს უფლებამოსილებას, ეს ადამიანები არ სცემენ პატივს. ეს არის მთავარი პრინციპი, რაზეც შეთანხმდა სამყარო მას შემდეგ, რაც გაერო დაფუძნდა, რომ ერთმანეთის სუვერენიტეტს უნდა ვცეთ პატივი. და როდესაც ვხედავთ ჩვენ, ცრუ ნარატივების საფუძველზე რაღაც თემის შემოტანას ახალი არჩევნების შესახებ, ეს არის ქართველი ხალხის სუვერენულ არჩევანში ჩარევა. თუკი ჩარევაზე მიდგება საქმე, რა თქმა უნდა ჩვენ ვხედავთ იმ ლეგიტიმაციის კრიზისებს, რომელიც ამა თუ იმ ევროპელ ლიდერს თუ პოლიტიკურ ძალას აქვს. ამიტომ თუკი სურთ, რომ ისაუბრონ სხვა ქვეყნის ხელისუფლებებზე, მაშინ ჩვენც ვისაუბრებთ სხვა ქვეყნის ხელისუფლებებზე.

ჩვენ ვიხილეთ პრეზიდენტ მაკრონის განცხადებაში, სადაც ის საუბრობდა თითქოსდა რუსულ ჩარევაზე ქართულ არჩევნებში და ბიულეტენების ჩაყრებზე და ა.შ. როდესაც პრეზიდენტის სასაუბრო პუნქტებში ხვდება ცრუ ნარატივი, ეს უპირველეს ყოვლისა არის საქართველოში საფრანგეთის საელჩოს პასუხისმგებლობა, როდესაც ამ დონეზე ადის სასაუბროში პრეზიდენტთან ცრუ ნარატივი. პირველი – რუსეთის ჩარევა საქართველოს არჩევნებში. არ ვიცი რა ეპითეტით შეიძლება შევამკოთ ასეთი განცხადება. ჭორაობის დონეზე წარმოთქმული ბრალდებები, როდესაც ადის პრეზიდენტის სასაუბრო პუნქტებში, ეს რა თქმა უნდა აჩვენებს არაკეთილსინდისიერებას იმ ხალხისა, ვინც პრეზიდენტ მაკრონს უმზადებს ასეთ განცხადებას. საფრანგეთის საელჩოს პასუხისმგებლობაა ეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading