თბილისში ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 1987 წელს დაბადებული ლ.ხ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 12 იანვარს მან მოქალაქის მობილური ტელეფონი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
🔴 გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.