გარდაბნის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეები საკრებულოს ესტუმრნენ

4 მაისს სსიპ ლევან დევდარიანის სახელობის გარდაბნის №1 საჯარო სკოლის მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები, სამოქალაქო განათლების პედაგოგ მერაბ ონიანის ხელმძღვანელობით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ესტუმრნენ.

ვიზიტი სამოქალაქო განათლების საგნის ფარგლებში დაგეგმილი გასვლითი გაკვეთილის ფორმატში გაიმართა და ადგილობრივ თვითმმართველობასა და მის ფუნქციონირებას შეეხებოდა.

მოსწავლეებს საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თამარ ხაჩიძე შეხვდა და ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებმა ადგილზე გაეცნენ საკრებულოს მუშაობის პრინციპებსა და მის როლს საზოგადოებრივი საკითხების გადაწყვეტის პროცესში.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading