ინფრასტრუქტურის სამინისტროში რუსთავისა და ახალციხის პროექტების საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა
ინფრასტრუქტურის სამინისტროში გაიმართა საკონკურსო კომისიის სხდომა, სადაც ახალციხის ციხის კომპლექსის რეაბილიტაციის, ახალციხის პარკისა და რუსთავის ტყე-ჭალის ახალი პარკის არქიტექტურული კონცეფციები განიხილეს.
შეხვედრას ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელობა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, რუსთავისა და ახალციხის მერები, ასევე არქიტექტორები და ხელოვნებათმცოდნეები დაესწრნენ.