თბილისის ახალი ზოოპარკი ვიზიტორებს ზაფხულიდან მიიღებს

თბილისის ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის განცხადებით, ახალი ზოოპარკი ვიზიტორებისთვის სავარაუდოდ ივლისის პირველ ნახევარში გაიხსნება.

პირველ ეტაპზე დამთვალიერებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ კავკასიის ზონა, სადაც წარმოდგენილი იქნებიან ადგილობრივი ფაუნის წარმომადგენლები — დათვი, მგელი, ირემი და მთის თხა.

გეგმის მიხედვით, მომდევნო წელს ზოოპარკს აფრიკული სექციაც დაემატება. ბილეთების ფასი ჯერ არ არის განსაზღვრული.

“კავკასიის ნაწილი პირველ ეტაპზე გაიხსნება და ეს დაფარავს კავკასიის ექსპოზიციას. მომავალ წელს აფრიკული სექციის დამატებას ვაპირებთ. ფაზებში გაიხსნება ავიარები და დაემატება სხვადასხვა ცხოველების სახეობები. რაც შეეხება ჟირაფების მოყვანას, ეს საკითხი ბევრ ფაქტორს ეხება. ჯერ ავიაიერების აშენება უნდა დავამთავროთ, მერე შემოვიყვანოთ. შევეცდებით, რომ ეს ტიპი მალე მივიღოთ“, – აღნიშნა ზურაბ გურიელიძემ.

რაც შეეხება ზოოპარკში შესვლის ტარიფს –  როგორც ზურაბ გურიელიძე აღნიშნავს, ტარიფის დამტკიცება მთავრობის სხდომაზე უნდა მოხდეს და იმედს გამოთქვას, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი ფასი იქნება. 

როგორც ცნობილია, 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ გადაწყდა, რომ თბილისის ზოოპარკი ახალ ბინას თბილისის ზღვის ტერიტორიაზე დაიდებს და და მისი ფართობი 48 ჰექტარი იქნება. ზურაბ გურიელიძის ინფორმაციით, ახალი ზოოპარკის სრულად აღჭურვისთვის დაახლოებით, $50 მლნ არის საჭირო.

წყარო: IPN

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading