ბოლნისისი მუნიციპალიუტეტის სოციალურ საკითხთა და ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს თავმჯდომარე ნონა ყაველაშვილი ბოლნისში მინიატურული წიგნების გამოფენას დაესწრო
ქალაქ ბოლნისის კულტურის სახლში სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკების მიხედვით შექმნილი მინიატურული წიგნების გამოფენას დაესწრო.
კონკურსი „ჩემი ხელით შექმნილი მინიატურული წიგნი“ კულტურის სახლის ორგანიზებით გაიმართა, რომელშიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის კერძო და საჯარო სკოლების 80-მდე მოსწავლე ჩაერთო.
გამოფენის ფარგლებში ასევე მოეწყო სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკების მიხედვით შექმნილი ანიმაციების ჩვენება.
ღონისძიების დასასრულს, ნონა ყაველაშვილმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელ ნანიკო ასათიანთან და ხელოვნების განყოფილების უფროს მარგარიტა ქუქჩიშვილთან ერთად, მოსწავლეებს წარმატება უსურვა და კონკურსანტებს სამახსოვრო სიგელები გადასცეს.
კონკურსის მიზანი იყო მინიატურული წიგნის პოპულარიზაცია და მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა.