კოდის სასოფლო ბიბლიოთეკაში გაიმართა ლიტერატურული საღამო, რომელიც დიდი ქართველი მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის, შემოქმედებას მიეძღვნა

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კოდის საჯარო სკოლის მოსწავლეები და ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველები. სტუმრებს შორის იყვნენ ა(ა)იპ „თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრი“-ს დირექტორის მოადგილე ბექა ჯანხოთელი, ხელოვნების სამსახურის უფროსი დავით ფაღავა და საბიბლიოთეკო განყოფილების უფროსი ქეთინო მაისურაძე.

საღამო ჩატარდა თბილ და შემოქმედებით გარემოში. განსაკუთრებული მადლობა გამოხატეს კოდის სასოფლო ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარს, ნათია ბაღაშვილს, ღონისძიების ორგანიზებისა და შინაარსიანი ლიტერატურული საღამოს გამართვისთვის.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading