თბილისში არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით 30 წლის მამაკაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, 1995 წელს დაბადებული ბ.ბ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მეზობლად მცხოვრებ, 2015 წელს დაბადებულ არასრულწლოვანს სისტემატურად უგზავნიდა სექსუალური ხასიათის მოკლეტექსტურ შეტყობინებებს და მსგავსი შინაარსის ფოტოს გაგზავნას სთხოვდა. ასევე, მას სქესობრივ კავშირს სთავაზობდა.

ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბ.ბ. ბრალდებულის სახით დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია მისი მობილური ტელეფონი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading