რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1985 წელს დაბადებული ი.ბ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რუსთავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1989 წელს დაბადებულ დ.ს.-ს ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდარიდან მეორე დღეს ი.ბ. პოლიციაში თავად გამოცხადდა და ჩადენილი დანაშაული აღიარა, რის შემდეგაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading