ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა მუსლიმ თანამოქალაქეებს რამადანის წმინდა თვის დაწყებას ულოცავს
მერის განცხადებით, რამადანი სულიერი განახლების, თანადგომისა და სიკეთის დროა. იგი აღნიშნავს, რომ ბოლნისი ეთნიკურად მრავალფეროვანი მუნიციპალიტეტია, სადაც სხვადასხვა კულტურისა და ტრადიციის წარმომადგენლები წლების განმავლობაში მშვიდობიანად თანაცხოვრობენ და პატივს სცემენ ერთმანეთს.
“ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს გულითადად ვულოცავ რამადანის თვის დაწყებას! ეს არის სულიერი განახლების, თანადგომისა და სიკეთის დრო.
ბოლნისი ეთნიკურად მრავალფეროვანი მუნიციპალიტეტია. ჩვენ მრავალია წელია, ერთმანეთის გვერდით თანავცხოვრობთ და პატივს ვცემთ ერთმანეთის კულტურასა და ტრადიციებს. მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევითა და თანადგომით შევძლებთ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნას.
კიდევ ერთხელ გილოცავთ რამადანის თვის დაწყებას და მშვიდობას, სულიერ სიმტკიცესა და კეთილდღეობას გისურვებთ!”- წერს ზამურ ჭითანავა