“ბოლო დღე ნახევრის განმავლობაში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად, 13 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 29 პირი,”- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბოლო დღენახევრის განმავლობაში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად 13 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 29 პირი.

მაღრაძის თქმით, ქუთაისში ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების – ურანისა და ცეზიუმ 137-ის უკანონო შეძენა-ტრანსპორტირებისთვის. მათივე განცხადებით, აღნიშნული ნივთიერებები ხშირად გამოიყენება დანაშაულებრივი და ტერორისტული მიზნებისთვის.

პარალელურად, ანტიკორუფციული ღონისძიებების შედეგად პასუხისგებაში მიეცა 12 პირი ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე; 5 პირი – მშენებლობის კოეფიციენტებთან და უნებართვო მშენებლობასთან დაკავშირებულ დარღვევებზე; 6 პირი – სახელმწიფო მიწების უკანონო რეგისტრაციაზე; 2 პირი – სატენდერო ხელოვნური მორგებისა და თანხების თაღლითური დაუფლების ფაქტებზე.

ლაშა მაღრაძემ მოუწოდა მოქალაქეებს, ვინც მსგავს საკითხებთან რაიმე შეხება აქვს, ითანამშრომლონ საგამოძიებო ორგანოებთან და აფრთხილებს, რომ კანონის დარღვევის ნებისმიერი ფაქტი გამოავლინდება და მის გამო მოყვება მკაცრი სამართლებრივი რეაგირება.

მისი თქმით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რესურსები მნიშვნელოვნად გაძლიერდა, ოპერატიული ინფორმაციის დამუშავება კი 24-ჯერ გაიზარდა, რაც საშუალებას აძლევს უწყებას ეფექტურად ებრძოლოს კორუფციასა და უზრუნველყოს ქვეყნის უსაფრთხოება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading