მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა სახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მოსაწყობად იალღუჯის მთა და ორი პოტენციური ტერიტორია დაათვალიერეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა მიხეილ გოგოლიძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან ერთად, სახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მოსაწყობად შერჩეული ორი პოტენციური ტერიტორია და იალღუჯის მთაზე მდებარე ქიმიური ნარჩენების განთავსების ყოფილი ტერიტორია დაათვალიერა.
დღეისათვის საქართველოში სახიფათო ნარჩენების მოქმედი ნაგავსაყრელი არ არსებობს. მსოფლიო ბანკის დელეგაციის ვიზიტის მიზანია სახიფათო ნარჩენების მართვის სფეროში არსებული მდგომარეობის შეფასება, გამოწვევების ანალიზი და საინვესტიციო შესაძლებლობების გამოვლენა.
საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელის მოსაწყობად საჭირო ღონისძიებების გატარება და შემდგომში მისი ექსპლუატაცია-მოვლა საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას დაევალა.