მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ძიუდოისტებმა სალიცენზიო ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ძიუდოისტებმა თბილისში გამართულ სალიცენზიო ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს და 2026 წლის სარეიტინგო ჩემპიონატის ლიცენზიები მოიპოვეს.
შეჯიბრებაზე სპორტსმენებმა სხვადასხვა წონით კატეგორიაში საპრიზო ადგილები დაიკავეს:
30 კგ წონითი კატეგორია:
პირველი ადგილი-ანდრია გრიგალაშვილი;
პირადი მწვრთნელი, ლევან დავაძე.
38 კგ წონითი კატეგორია:
მეორე ადგილი- უშბა ფანგანი;
პირადი მწვრთნელი, დავით ხერგიანი.
38 კგ წონითი კატეგორია:
მესამე ადგილი – მათე ნავერიანი
პირადი მწვრთნელი, ზაზა ჟორჟოლიანი.