ქვემო ქართლის რწმუნებული ბათუმში ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნას დაესწრო

ბათუმში საქართველოს პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა. გახსნის ცერემონიას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, მოადგილეებთან და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად დაესწრო.
საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტო მულტისპორტული პროექტია, რომელიც საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი-ს ინიციატივით პირველად ტარდება.


ფესტივალი სპორტის 17 სახეობაში 14-17 წლის სპორტსმენებს აერთიანებს და მასში საქართველოს 12 რეგიონის ნაკრები გუნდები მონაწილეობენ.
აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლიდან ფესტივალში სპორტის სხვადასხვა სახეობაში 104 სპორტსმენი იასპარეზებს. ღონისძიება ახალგაზრდებში სპორტის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას ემსახურება.
