მარნეულის მერმა მუნიციპალურ ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვმა, პირველ მოადგილე გიორგი გოდაბრელიძესთან ერთად, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული შპს-ებისა და ააიპ-ების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე საქმიანობა, ორგანიზაციული საკითხები და სამომავლო გეგმები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რესურსების ეფექტიან მართვასა და სამუშაო პროცესების გაუმჯობესებას.

მუნიციპალიტეტის მერმა ხაზი გაუსვა კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას, რათა მუნიციპალური სერვისები მოსახლეობისთვის კიდევ უფრო ეფექტიანი და ხარისხიანი გახდეს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading