საფრანგეთში პირველად აღიძრა სისხლის სამართლის საქმე არასრულწლოვანთა დაცვის საკითხზე TikTok-ის გავლენასთან დაკავშირებით

გამოძიებას ხელმძღვანელობს პარიზის პროკურატურა, ხოლო საქმე განიხილება კიბერდანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტში.

საფრანგეთის პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ 6 თვეზე მეტხანს მუშაობდა და დაასკვნა, რომ TikTok ბავშვების მენტალურ ჯანმრთელობაზე მოქმედებს, როგორც „ნელი შხამი“.
მშობლების ნაწილმა პლატფორმა დაადანაშაულა იმ კონტენტის ხელმისაწვდომობაში, რომელიც ბავშვებს სუიციდისკენ უბიძგებდა.

კომისიის ძირითადი ბრალდებები

  • TikTok უქმნის საფრთხეს ბავშვების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.
  • არსებობს ეჭვი, რომ TikTok-ის წარმომადგენლებმა მისცეს ცრუ ჩვენება.
  • შესაძლოა საქმე ეხებოდეს აქტიურ თანამონაწილეობას.

კომისიის რეკომენდაციები

📌 15 წლამდე – სოციალური ქსელების სრული აკრძალვა
📌 15–18 წელი – ღამის საათებში შეზღუდვა
📌 ახალ დანაშაულის შემოღება: „ციფრული გულგრილობა“, რაც მშობლების პასუხისმგებლობასაც გაზრდის
📌 ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია

TikTok-ის პოზიცია

კომპანია კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ:

  • მავნე კონტენტის 98% აღმოჩენილია AI-მ.
  • 10 ვიდეოდან 9 იშლება მომხამრებლამდე მიტანამდე.
  • პლატფორმაზე არის 50-ზე მეტი უსაფრთხოების პარამეტრი სპეციალურად ბავშვებისთვის.

რას აკეთებს დანარჩენი ევროპა?

  • დანია უკვე გეგმავს აკრძალოს სოციალური მედია 15 წლამდე მოზარდებისთვის
  • ავსტრალია უკვე ცნობილია მსგავსი აკრძალვით (16 წლამდე)
  • ევროკავშირი ერთიან რეგულაციაზე მუშაობს

წყარო-politico

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading