მარნეულში საცხოვრებელი კორპუსის დაზიანებული გადახურვის კონსტრუქცია მყისიერად დემონტაჟდა

„ქალაქ მარნეულში, რუსთაველის 81-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის, სადარბაზოს შესასვლელის გადახურვის კონსტრუქცია დაზიანდა და ჩამოიწია. რისი დემონტაჟიც მოხდა მყისიერად, მერიისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ.

საბედნიეროდ არავინ დაზიანებულა. ამ გადახურვაზე ზევიდან თვითნებურად იყო დამონტაჟებული ავზები, საიდანაც გაჟონილმა წყალმა მოახდინა არსებული გადახურვის დაზიანება. შედეგად დაიშალა არსებული გადახურვის კონსტრუქცია. მინდა მოსახლეობას მოვუწოდო, რომ თავი შეიკავონ თვითნებურად ავზების დამონტაჟებისგან. ასვე, მინდა ვთხოვო ადგილობრივ მედიასაშუალებებს, რომ მოსახლეობა არ შეიყვანონ შეცდომაში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, კორპუსის აივანი არ ჩამონგრეულა, ჩამოიწია ნაწილობრივ სადარბაზოს შესასვლელის თავზე არსებული კონსტრუქცია, ეგრედწოდებული გადახურვა, რისი დემონტაჟიც მოხდა მყისიერად, მერიისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ,“ – მარნეულის მერის პირველი მოადგილე, როინ დეკანოიძე.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading