ბოლნისში შოთა რუსთაველის თეატრის სპექტაკლი „მსხვერპლნი“ გაიმართება
16 ივლისს ბოლნისის თეატრის სცენაზე შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი სპექტაკლით „მსხვერპლნი“ წარდგება. გასტროლი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტის „დედაქალაქის პროფესიული თეატრები რეგიონებში“ ფარგლებში ხორციელდება.
სპექტაკლის დასაწყისი 18:00 საათზეა, დასწრება კი თავისუფალია. პროექტის მიზანია რეგიონების კულტურული ცხოვრების გამდიდრება და პროფესიული თეატრების ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები მაყურებლისთვის.
