საქართველოს ელჩმა თარაშ პაპასქუა შეხვედრები გამართა კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა ბიუროს გენერალურ დირექტორთან ჰიონგ ტე ლიმთან და საერთაშორისო ორგანიზაციების ბიუროს გენერალურ დირექტორთან ჩულ ლისთან
შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-კორეის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის საკითხები. საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავებას, კანდიდატურების ურთიერთმხარდაჭერის პრაქტიკის გაგრძელებასა და გაეროს ფარგლებში შესაბამისი რეზოლუციების მხარდაჭერის მნიშვნელობას.

