თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ადამიანის უფლებათა ცენტრის ორგანიზებით უნივერსიტეტს ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მელინ არაკელიანი ეწვია
ელჩს უმასპინძლეს ინსტიტუტის, ადამიანის უფლებათა ცენტრისა და ჟან მონეს ბრწყინვალების ცენტრის აკადემიურმა პერსონალმა და გააცნეს ინსტიტუტის და ცენტრების საქმიანობა და აქტივობები.
ღონისძიების ფარგლებში ელჩმა საჯარო ლექცია წაიკითხა, სადაც სტუდენტებს გააცნო ნიდერლანდების საკანონმდებლო ჩარჩო ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით.
