ექსპერტები გვაფრთხილებენ: ენერგეტიკული სასმელები ჯანმრთელობას აზიანებს
ადელაიდას უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, ენერგეტიკული სასმელები მნიშვნელოვნად ზრდის გულის რიტმის დარღვევების, ტაქიკარდიისა და გულმკერდის ტკივილის რისკს. მეცნიერების თქმით, ერთი ქილაც კი შეიძლება გამოიწვიოს დროებითი არარეგულარული გულისცემა, ხოლო ხშირი მოხმარება ყურადღესთან, ძილთან და გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებულ ქრონიკულ პრობლემებს იწვევს.
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ორგანიზმს კოფეინის სრულად გამოყვანას მინიმუმ 12 საათი სჭირდება, მაშინ როცა ენერგეტიკული სასმელების ეფექტი 24 საათამდე გრძელდება. ერთი ქილა ენერგეტიკული სასმელი შეიცავს 140–200 მგ კოფეინს, რაც ორი ფინჯანი ძლიერი ყავის ეკვივალენტია.
განსაკუთრებული საფრთხე ბავშვებსა და მოზარდებსთვის
მაიამის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, ენერგეტიკული სასმელების მომხმარებელთა 30% ბავშვები, ხოლო 50% მოზარდები და ახალგაზრდები არიან. აშშ-ში არასრულწლოვნებში კოფეინის გადაჭარბების შემთხვევები ბოლო წლებში თითქმის გაორმაგდა.
ვატერლოოს უნივერსიტეტის მონაცემებით, მოზარდები, რომლებიც რეგულარულად მოიხმარენ ენერგეტიკულ სასმელებს, ხშირად უჩივიან ტაქიკარდიას, უძილობას, თავის ტკივილს, შფოთვასა და გულისრევას. გამოკითხულთა 20%-მა კი არტერიული წნევის უეცარი მატება აღნიშნა.