სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს მასშტაბით, 165 ათას ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი სარწყავი წყლით უზრუნველყოფილია

მხოლოდ კახეთის რეგიონში 135 მლნ ლარამდე ღირებულების 118 სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტი უკვე განხორციელდა. 40 ათას ჰექტრამდე ფართობს წყალი სისტემურად მიეწოდება.

„საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტის“ (GRAIL) ფარგლებში, მსოფლიო ბანკის World Bank მხარდაჭერით, სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია-მოდერნიზაციისთვის დამატებით, 150 მლნ ევრო დაიხარჯება, საიდანაც ნახევარი მსოფლიო ბანკის სესხია, ხოლო დანარჩენი 75 მლნ. ევრო საქართველოს მთავრობის თანამონაწილეობა.

ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading