20 ნოემბერს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც თამარ ხაჩიძე ხელმძღვანელობდა
კომისიამ განიხილა სამი მთავარი საკითხი:
- წარმატებული სპორტსმენის ვაჟა გენგაშვილის და მისი მწვრთნელის ბადრი ბედიანაშვილის დაჯილდოება;
- ჯანმრთელობის, სოციალური და ბავშვის უფლებების დაცვის პროგრამები;
- სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების წესის მოქმედ დადგენილება.
ასევე წარმოდგენილი და განხილული იყო 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი, სადაც კომისიის წევრებმა საკუთარი შენიშვნები და მოსაზრებები დააფიქსირეს.
სხდომას ესწრებოდნენ ვაზიანისა და ყარაჯალარის საჯარო სკოლების პედაგოგები და VIII–XI კლასის მოსწავლეები, რომლებმაც ადგილზე ნახეს ბიუჯეტის შედგენის, განხილვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის პროცესი.
თამარ ხაჩიძის თქმით, ასეთი აქტივობები ახალგაზრდების ჩართულობას და ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართ ინტერესს ზრდის.