2026 წლიდან გარკვეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ჯარიმები მნიშვნელოვნად გაიზრდება
2026 წლიდან გარკვეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ჯარიმები მნიშვნელოვნად გაიზრდება – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძის თქმით, იმ დარღვევებზე, რომლებიც უკავშირდება ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავებას, მის არასწორ ტრანსპორტირებას, ბეტონის დაღვრას, მეორეული საბურავებისა და ლითონების ჯართის, ასევე, ექსპლუატაციიდან გამოსული მანქანებისა და აალებადი მასალების არასწორად განლაგებასა და რეალიზაციას, ჯარიმები დაახლოებით ხუთჯერ იზრდება.
მოქმედი 500–6 000 ლარიანი ჯარიმები 2026 წლიდან გახდება 2 500–30 000 ლარი.
მისივე განცხადებით, რამდენიმე წლის განმავლობაში ჯარიმების დაწესება ერთხელ უკვე გადაიდო, რათა ბიზნესსუბიექტებს მზადების დრო ჰქონოდათ.
2026 წლის 1 იანვრიდან თბილისის მუნიციპალური ინსპექცია დაიწყებს მკაცრ კონტროლს და ყველა არასათანადო რეალიზაციის შემთხვევას ჯარიმა დაეკისრება.