მარნეულში კონფერენცია „ბავშთა განვითარება, უსაფრთხოება და კეთილდღეობა“ გაიმართა


მარნეულის მერის პირველი მოადგილე გიორგი გოდაბრელიძე დაესწრო კონფერენციას ბავშვთა განვითარების, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის თემაზე.

პროექტის ფარგლებში, 2024-2025 წლებში მარნეულში გაიხსნა 18 ბილინგვური სასკოლო მზაობის ჯგუფი, რომელიც ქალაქსა და 15 სოფლაში ფუნქციონირებს. მიმართულებით დასაქმებულია 35 თანამშრომელი, რაც ადგილობრივი დასაქმების და განათლების გაძლიერებას უწყობს ხელს.

ინიციატივას მხარს უჭერს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და იგი ხორციელდება ორგანიზაციების „SOS Edukator“ და „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ მიერ მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების პარტნიორობით. ღონისძიებას ესწრებოდნენ პოლონეთის წარმომადგენლები, განათლების ექსპერტები, პედაგოგები და კოლეჯის სტუდენტები.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading