გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანა მარია შიკოს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს. შეხვედრაზე მხარეებმა სამეცნიერო, აკვაკულტურის, მესაქონლეობის, მარცვლეულისა და ჩაის წარმოების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს.

უნგრეთის ელჩის განცხადებით, საქართველო უნგრეთისთვის მეგობარ ქვეყანას წარმოადგენს, შესაბამისად, მზად არის მრავალმხრივი ეფექტიანი თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.

შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, საქართველოში უნგრეთის საელჩოს და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading